კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს პარლამენტმა დეპუტატობის მანდატი შეუჩერა. კენჭისყრის შედეგი ასეთია: 78 მომხრე, 2 წინააღმდეგი.
პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მიხედვით, წულუკიანის ადგილმონაცვლე საკანონმდებლო ორგანოში ნინო იობაშვილია.
ნინო იობაშვილი ამჟამად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანი მინისტრად პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად დაინიშნა. მის დანიშვნას ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 19 მარტს მოაწერა.