“ქართული ოცნების” წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ასე გამოეხმაურა ოხანაშვილი ჟურნალისტებთან მედიაციის ფარგლებში ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.
როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, მმართველ გუნდ პარტიული ინტერესები გვერდზე აქვს გადადებული და იგივე მოქმედებებისკენ მოუწოდებს პოზიციურ პარტიებსაც.
მისივე თქმით, მთავარია, არსებული საკითხები საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდეს.
“ჩვენი მთავარი ამოცანა არის ზრუნვა ჩვენს საზოგადოებაზე, ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა ქართული ოცნების ამომრჩეველის, და არა მარტო ამომრჩევლის მიმართ. ჩვენი მთავარი საზრუნავია, ქვეყანა წავიყვანოთ წინ და ის გამოწვევები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ეს მიმართულებები ვმართოთ ისე, როგორც ამას გვავალებს ჩვენი საზოგადოება და როგორც სჭირდება ჩვენი საზოგადოების ინტერესს.
მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ საკითხებს განვიხილავთ საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მოლაპარაკების მაგიდასთან პარტიული ინტერესები გვაქვს გადადებული და ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად,”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას უწევს, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.