პოლიტიკა

კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა დაიწყო

ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონის მედიაციით, “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრა გაერთიანებულ ფორმატში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, მედიატორმა ამ შეხვედრაზე მხარეებს კონკრეტული წინადადებები უნდა წარუდგინოს. დანიელსონი შესაბამის დოკუმენტს წარადგენს.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას უწევს, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

იტვირთბა....