.
ყველაზე რეიტინგული შოუს, “ნიჭიერის” მონაწილე ცოლ-ქმარი გერმანიიდან, ჯენი და სვენი, რომლებმაც სოციალურ ქსელში ნახვების რეკორდი დაამყარეს, სადღაც 63 მილიონი ნახვით, ნახევარფინალში, კვლავ წარსდგნენ მაყურებლების წინაშე. წყვილის მორიგმა ნომერმა კვლავ მონუსხა მაყურებელი და საბოლოოდ ისინი ფინალში აღმოჩნდნენ. ეს გადაწყვეტილება ჟიურიმ მიიღო.