ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სუეცის არხი გაიხსნა

სუეცის არხში გემების მოძრაობა აღდგა. კონტეინერი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სავაჭრო გზას ბლოკავდა, გუშინ დაიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

37 გემისთვის, რომლებიც არხის შუაში იყვნენ გაჭედილები, გზა გვიან ღამით გაუხსნეს.  ხოლო დანარჩენი 70 დღეს გააგრძელებს გადაადგილებას.

გათავისუფლებული გემი ექსპერტების მიერ შემოწმდება და ისე გააგრძელებს გზას.

200 000-ტონიანი Ever Given სუეცის არხში 23 მარტს ძლიერი ქარის და ქვიშის ქარიშხლის გამო გაიჭედა. ამის გამო სუეცის არხი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზაა, თითქმის ერთი კვირა ჩაკეტილი იყო.

იტვირთბა....