„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ველოდები 4 საათს. უნდა ვნახო რითი დასრულდა მეორე ვიზიტის ის სამუშაო დღეები რაც დანიელსონმა „ქართულ ოცნებასთან“ გაატარა, სინამდვილეში პუნქტები კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ ბევრად უფრო საყურადღებოა დამოკიდებულება მმართველი გუნდის და „ნაციონალური მოძრაობის“ რომლებიც მთავარი სუბიექტები არიან ამ დაპირისპირების”, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მმართველი საბჭოს წევრი, ვახო მეგრელიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დენიელსონის შეხვედრა მნიშვნელოვანია და შესაძლოა დღეს პოლიტიკური მხარეებისგან მოლაპარაკების დეტალები ცნობილი გახდეს.
“თუ ამ დამოკიდებულების ცვლილება დავინახეთ, მაშინ ბევრად უფრო მარტივი იქნება კონკრეტულ პუნქტებზე შეთანხმება და გამოსავლის პოვნა. ნებისმიერ შეთანხმებას შეუძლია შეცვალოს ადამიანების ბედი თუ ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ მხარეები უკვე მომზადებული საშინაო დავალებით არიან მოსულები და ფაქტობრივად წარმოდგენილი აქვთ როგორ შეიძლება განიმუხტოს ამ ნაწილში სიტუაცია, მაშინ შეიძლება დავიჯეროთ, რომ სხვა პუნქტებსაც აქვს რეალური შინაარსი.
საბოლოო ჯამში დღეს დეტალები უნდა გახდეს ცნობილი დეტალები უნდა გახდეს ცნობილი და დასრულდეს ის 5 თვიანი ეპოპეა რომელიც დავიწყეთ ოქტომბრის მერე“ – განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.
ცნობისათვის. კრისტიან დანიელსონი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებაში მედიატორის როლის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ქართველი პოლიტიკოსებისგან თანამშრომლობისა და გამოსავლის პოვნისთვის მზაობას ელოდება.