“ქართული ოცნების” დეპუტატის, კახი კახიშვილის განცხადებით, საქართველოს კანონდებლობით, არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი და ამ სფეროს სჭრდება რეგულაცია.
როგორც კახიშვილი აცხადებს, რამდენიმე ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტები, რომლებიც “ყოველგვარ ზღვარს სცდება”.
“ყველაფერს სჭირდება რეგულაცია. ჩვენ ბოლო პერიოდში ისეთ მდგომარეობაში ვართ, როდესაც, ფაქტობრივად, პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმები არ არის. რამდენიმე ტელევიზიაში გავიდა რაღაც ტიპის სიუჟეტები, რომლებიც აბსოლუტურად კავშირში არ არის, 1%-ითაც… უკვე ზღვარს გადაცილებულია ასეთი მოქმედებები”, – აცხადებს დეპუტატი.
დღეს საქართველოს კანონდებლობით, არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი. ჟურნალისტი არის ის ადამიანი, ვინც მედიაში მუშაობს, ელექტრონულ სივრცეში მუშაობს თუ ადამიანი, რომელიც იტყვის რომ ჟურნალისტი ვარ და 3 სტატუსს დაწერს”, – აცხადებს კახი კახიშვილი.
როგორც დეპუტატი ამბობს, ჟურნალისტობას უმაღლესში ჩაბარება და გამოცდილება სჭირდება.