ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიშელი: “გამოვაგზავნე პირადი წარმომადგენელი და ის მუშაობს იმისათვის, რომ შეთანხმებას მიაღწიონ”

“მე საქართველოში გამოვაგზავნე პირადი წარმომადგენელი და ის მუშაობს ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, იმისათვის, რომ შეთანხმებას მიაღწიონ” – ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა “რუსთავი2”-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შარლ მიშელმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შორის მისი ინიციატივით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში სწორედ შეთანხმების მიღწევის მიზნით გამოგზავნა.

ცნობისათვის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას უწევს, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.

იტვირთბა....