ახალი ამბები მთავარი

ზუგდიდის მერის მოადგილემ თანამდებოდა დატოვა

ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ თანამდებობდა დატოვა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მან მადლობა გადაუხადა როგორც კოლეგებს, მასთან ერთად გაკეთებული საქმეებისათვის, ასევე თითოეულ მოქალაქეს.

“მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელიც კეთილსინდისიერად და დაუღალავად ემსახურებიან ჩვენი ქალაქის კეთილდღეობასა და განვითარებას.

მადლობა თქვენ მეგობრებო, კოლეგებო, სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად წლების მანძილზე მუშაობა. მადლობა თითოეულს ვინც ჩართული იყო და არის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში.

მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გაგებით მოეკიდა არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა! მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გეგას და ვუსურვო წარმატებები!” – წერს ის საკუთარ გვერდზე.

ფარულავა ამ თანამდებობაზე 2019 წლის ივლისში დაინიშნა.

იტვირთბა....