aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

წულუკიანი: “სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ისეთი ფილმები, რომლებიც ახალგაზრდებს უნერგავს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს”

სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, ჩემი აზრით, ისეთი ფილმები, რომლებიც ერთი მხრივ, საზოგადოებას ხელს უწყობს და განსაკუთრებით, არავის ეწყინოს, მაინც გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს. მათ უნერგავს სამშობლოს სიყვარულს, მათ უნერგავს თავისუფლების სიყვარულს და აძლევს სწორ ინფორმაციას იმაზე, თუ რა არის ადამიანის უფლებები, რა არის დეოკუპაციისთვის საჭირო. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ის ახალგაზრდები, ვინც არის ოკუპაციის გამო დევნილთა მესამე ან მეოთხე თაობა. იმისათვის, რომ მათ იცოდნენ, რომ მათი მშობლიური ადგილი არის ვთქვთ, აფხაზეთი იქნება თუ ცხინვალის რეგიონი.
aviabiletebi
ავიაბილეთები

თეა წულუკიანი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი

მინისტრმა განცხადება იმედის დილაში გააკეთა.

თეა წულუკიანი მინისტრად პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად დაინიშნა. მის დანიშვნას ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 19 მარტს მოაწერა.

იტვირთბა....