ახალი ამბები მთავარი სპორტი

რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ გივი ჭიჭინაძე აირჩიეს

29 მარტს საქართველოს რაგბის კავშირის  ახლადარჩეული გამგეობის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე თავმჯდომარის სტატუსით გაუძღვა. გამგეობის წევრებმა თავისი რიგებიდან გამგეობის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

თორნიკე გოგებაშვილმა, რომელიც 2020 წლის აგვისტოდან ახორციელებდა რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციებს, გამგეობის წევრებს წარუდგინა  კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიში, რა დროსაც ისაუბრა კავშირის ფინანსურ მდგომარეობაზე და არსებულ გამოწვევებზე.

სოსო ტყემალაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უკვე დაარეგისტრირა. აქვე გეტყვით, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. 10 მარტს განმეორებითი არჩევნები ჩატარდა, სადაც პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე აირჩია.

საჯარო რეესტრის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ახალი პრეზიდენტის სოსო ტყემალაძის არჩევნების ხმაურიან ვითარებაში ჩატარება. ტყემალაძის პრეზიდენტად არჩევის დღეს, ექსპოჯორჯიას შენობასთან, ვეტერანი მორაგბის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები, რომელიც აცხადებს, რომ, სინამდვილეში, რაგბის კავშირის პრეზიდენტი თავად არის. აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად 30 დეკემბერს აირჩიეს, თუმცა მისი კონკურენტის მხრიდან გასაჩივრების შემდეგ მას რეესტრმა რეგისტრაცია შეუჩერა, 10 მარტის არჩევნების შემდეგ კი ახალ პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე იქნა არჩეული, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო.

იტვირთბა....