კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ხვალ საჯაროდ აიცრება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
“ხვალ, 30 მარტს , 12:00 საათზე , ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე საჯაროდ აიცრება”, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის, 100 ცნობადი ადამიანის ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში დღეს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ეკონომისტი გიორგი ბაქრაძე აიცრნენ.