ახალი ამბები კულტურა მთავარი

გელათის გადახურვა მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

საქართველოს კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ გელათის მონასტრის გადახურვაში გამოყენებული კრამიტი მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ის სრულად მოსახსნელია.

უწყების ცნობით, სახურავის მოწყობაზე კვლევის ჩატარება უკვე გადაწყვეტილია.

“მივიღეთ გადაწყვეტილება სახურავის მოწყობის ტექნოლოგიაზე (მათ შორის, კირდუღაბის შემადგენლობისა და ხარისხის) კვლევის ჩატარების; უკვე დაგებული წითელი მოჭიქული კრამიტიდან ნიმუშების აღებისა და მათზე ექსპერტიზის ჩატარების; ასევე, წყალამრიდების მოწყობის პროექტის უმოკლეს ვადაში შემუშავების თაობაზე.

შეხვედრისას, რომელშიც ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ერთხმად აღინიშნა, რომ ძეგლზე გამოყენებული ე.წ. თეთრი კრამიტი მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ძირითადი ტაძრის სახურავის დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, გელათის მონასტრის ცუდად გადახურვაში 2015-20 წლებში ₾1 453 000 დაიხარჯა.

იტვირთბა....