ახალი ამბები მთავარი

ვაშლიჯვარში მეწყრულ მონაკვეთზე გამაგრების სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა,რომ ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო.

მისი თქმით, როგორც დარგის სპეციალისტებმა მისცეს მათ რეკომენდაცია, ფერდობს პირვანდელი, ბუნებრივი მდგომარეობა უნდა დაუბრუნედეს.

“როგორც იცით, წინა კვირაში გაიმართა სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც ჩართული ექსპერტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გარკვეული გადაწყვეტილებები, რომელთა შორის, ერთ- ერთი იყო ის, რომ ამ ფერდს ბუნებრივი, პირვანდელი მდგომარეობა დაბრუნებოდა, რაც გულისხმობს, კონკრეტული კვლევების საფუძველზე, გარკვეული მოცულობის მიწის მასით შევსებას. ეს კიდევ უფრო მეტ წინაღობას შეუქმნის ამ მცოცავ მეწყერს და იქნება გარკვეული პრევენცია, რომ უეცრად არ მოწყდეს ეს მასა”. – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, სადაც მეწყრული პროცესები იყო ნაჩვენები. ინფორმაცია დაადასტურა, ასევე თბილისის მერიამ და უსაფრთხოების მიზნით ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეზღუდა.

გეოლოგებისა და სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეწყერის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია. ამ აზრს თბილისის მერია არ ეთანხმება.

პრობლემის შესასწავლად 22 მარტს თბილისში უცხოელი სპეციალისტებიც ჩამოვიდნენ.

 

 

იტვირთბა....