საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მხარეებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.
„საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და შემდგომში პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისის დ
ცნობისთვის, მედიატორი კრისტიან დანიელსონი დღეს დილით უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. დღეს კრისტიან დანიელსონი საბოლოო მოლაპარაკების გამართვამდე, პოლიტიკურ პარტიებს ინდივდუალურად შეხვდება.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.