aviabiletebi
ახალი ამბები ციტატა

ღარიბაშვილი: “ვადამდელი არჩევნები არ იქნება”

ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, ამაზე საუბარი დავასრულეთ ჩვენ. მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები და მოგვილოცა, რა არჩევნებზე მელაპარაკებით?! რაც შეეხება დიალოგს, გრძელდება და იმედი მაქვს, ეს შეთანხმება შედგება. ჩვენ ვართ მზად, გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. ვადამდელი არჩევნების საკითხი დახურულია. პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ არსებობენ, ეს იყო თქვენი ბელადის, სააკაშვილის დროს.
ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მედიატორი კრისტიან დანიელსონი დღეს დილით უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. დღეს კრისტიან დანიელსონი საბოლოო მოლაპარაკების გამართვამდე, პოლიტიკურ პარტიებს ინდივდუალურად შეხვდება

იტვირთბა....