aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება

მძღოლები, რომლებმაც ვადაში მოითხოვეს ახალი ნომრები, მაგრამ 31 მარტის შემდეგ მიიღებენ, მაინც დაჯარიმდებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა 2021 წლის 1 აპრილიდან უწყდებათ.

სააგენტოს ინფორმაციით, ნებისმიერ მოქალაქეს 1-ლი აპრილის შემდეგაც შეუძლია ძველი სანომრე ნიშნები შეცვალოს ახლით სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში, სატრანსპორტო საშუალების მოყვანის და დათვალიერების გარეშე. თუმცა, ამ შემთხვევაში მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 1-ლი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილების გამო მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

გამარივების მიზნით, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეებს საშუალება აქვთ, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ.) არ არის შეცვლილი.

აპლიკაციით დისტანციურად მოთხოვნის შემთხვევაში, ავტომობილის მფლობელი ახალ სანომრე ნიშნებს ოთხი დღის განმავლობაში მიიღებს. ამის შესახებ “მეტრონომს” მომსახურების სააგენტოში განუცხადეს.

თუმცა, მოქალაქე ამ შემთხვევაში აწყდება პრობლემას. თუ ავტომობილის მფლობელს შესაძლებლობა აქვს, 31 მარტამდე შეცვალოს სანომრე ნიშანი, 31 მარტს დისტანციურად მოთხოვნის შემთხვევაში, ის ახალ ნიშნებს 4 დღეში, ანუ 4 აპრილს მიიღებს.

კითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ მფლობელი განსაზღვრულ ვადაში ითხოვს სანომრე ნიშანს, 1-ლი აპრილიდან 4 დღის განმავლობაში შეექმნება თუ არა პრობლემა ძველი სანომრე ნიშნებით გადაადგილებისთვის, მომსახურების სააგენტოსი განაცხადეს, რომ ასეთ შემთხვევაში შეღავათი არ მოქმედებს და ძველი ნომრებით გადაადგილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევად ჩაითვლება.

აქედან გამომდინარე, აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში, ავტომობილის მფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ ნომრების მიღების ვადა, რათა 1-ელ აპრილს არ გადააცილონ და არ დაჯარიმდნენ.

 

 

იტვირთბა....