კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ბოლო 24 საათში, საქართველოში 70 პირი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
მათი მონაცემებით, ამ დროისთვის ჯამში აცრილთა რაოდენობა 4924-ია.
უწყება არ ასაჯაროვებს იმ ინფორმაციას, თუ კონკრეტული ვაქცინით რამდენი პირი აიცრა.
შეგახსენებთ, საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, ხოლო სამედიცინო პერსონალისათვის ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.
Pfizer-ის ვაქცინა კი საქართველოში 25 მარტს შემოვიდა.
ასევე, 65 წელს ზევით მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია 25 მარტიდანაა შესაძლებელი. რეგისტრირებულ პირებს ამ ორ ვაქცინას შორის არჩევანის საშუალება აქვთ.