ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩინეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კორონავირუსის ადამიანებში გავრცელების ყველაზე სარწმუნო ვერსიაა, რომ ის ღამურებდან სხვა ცხოველის გავლით მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
გამოცემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ვირუსის ვუჰანის ლაბორატორიიდან გაჟონვა ყველაზე ნაკლებ სავარაუდო სცენარია. თუმცა, მკვლევარები ძიებას ყველა მიმართულებით გააგრძელებენ, მათ შორის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიაზეც.
თუმცა ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული საბოლოო დასკვნა არაა. მისი საჯაროდ გამოცხადება რამდენჯერმე გადაიდო, რაც უამრავ კითხვას ბადებს საზოგადოებაში.
აღნიშნულ ინფორმაციას, Associated Press სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, სადაც ნათქვამია, რომ “ჯანმოს” ერთ-ერთმა წევრმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, წინასწარი ინფორმაცია გამოიტანა და სააგენტოს მიაწოდა.
სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ადამიანებში გავრცელების ოთხ სავარუადო სცენარს განიხილავს. პირველი, რომელიც ყველა მეტად სავარუდოა, არის რომ ვირუსი ღამურებიდან სხვა ცხოველის გავლით გადავიდა ადამიანებზე. მეორე სცენარის მიხედვით, კორონავირუსი ღამურებიდან ადამიანებზე პირდაპირი გზით გადავიდა, რაც ასევე საწმუნო ვერსიაა. მესამე ვარიანტია, რომ რომელიმე ცხოველის საკვებად მიღებული ხორცისგან გადავიდა ადამიანზე, რასაც ნაკლებ სავარაუდო ვერსიად განიხილავენ მკვლევარები.
რაც შეეხება მეოთხე ვერსიას, რომ ის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ჯანდაცვის ორგანიზაცია ყველაზე ნაკლებ სარწმუნოდ მიიჩნევს.
“ჯანმოში” აცხადებენ, რომ ვკლევის საბოლოო დასკვა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას წელიწადზე მეტია ებერძვის. პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევის შემდეგ მსოფლიოში 127 796 232 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 2 796 747 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 103 002 733 გამოჯანმრთელდა.