ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ესპანეთს 1-0 ამარცხებს

პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ესპანეთს 1-0 ამარცხებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარეობს.  ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის 44-ე წუთზე შეძლო და უნაი სიმონის კარი აიღო.

ამ დროისთვის მატჩში ტაიმთა შორის შესვენებაა. მეორე ნახევარი რამდენიმე წუთში დაიწყება.

20:00 საათზე თბილისის „დინამო არენაზე“ ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის იმართება.

იტვირთბა....