aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კრისტიან დანიელსონი: “ამაზე პასუხისმგებლობა არა ევროკავშირზე, არამედ აქაურ პოლიტიკურ ლიდერებზეა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კრისტიან დანიესლონმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიზანია, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიონ:

“დღეს შევხვდი სამოქალაქო საზოგადოების ბრწყინვალე წარმომადგენლებს. მათი გუშინდელი განცხადება საინტერესო იყო, რაც ასევე განვიხილეთ. საუბარი არის კომპრომისზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის. წინა მისიის შემდეგ, ბრიუსელში ყველა იმ ინსტიტუციასთან მქონდა ურთიერთობა, ვინც არის ჩართული საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში. ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაორს ამ კრიზისის მოგვარებაში. ამაზე პასუხისმგებლობა არა ევროკავშირზე, არამედ აქაურ პოლიტიკურ ლიდერებზეა.

“მგონია, რომ ის წინა მისია, რომელიც განხორციელდა, იყო ამ საკითხების კარგი გაცნობა. ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ამ საკითხში იყო ჩართული, უკვე ძალიან კარგად იცის მეორე მხარის აზრები და ასევე კარგად იცის რისი გაკეთება არის საჭირო, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ, მაგრამ ეს მათ უნდა გააკეთონ, მათ უნდა ნახონ კომპრომისი. მე და ჩემ გუნდ შეგვიძლია მხოლოდ დავეხმაროთ ამაში”, – განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, შვედი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოვიდა. დანიელსონის პირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა. ერთი კვირის განმავლობაში, ევროპელმა დიპლომატმა არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

ქვეყნის დატოვებამდე დანიელსონმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის 9-საათიანი შეხვედრა გამართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება. როგორც შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა: ,,კომპრომისების დროა”. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მხარეებს შორის საერთო ნიადაგი მოიძებნოს.

იტვირთბა....