ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩიხლაძე: “იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკება მეტად პოზიტიური შედეგით დასრულდება”

“იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკება მეტად პოზიტიური შედეგით დასრულდება,” – აღნიშნული კომენტარი “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთე-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შესახებ საუბრისას გააკეთა.

მისვე განმარტებით, ოპოზიციის მიერ წამოყენებული მოთხოვნები უცვლელია.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკება მეტად პოზიტიური შედეგით დასრულდება, რის იმედსაც გვაძლევს ამ საკითხში ევროკავშირის სიმტკიცე და ის მონდომება, რითაც ჩვენი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საკითხს მიუდგა. ჩვენი დასავლელი პარტნიორების სიმტკიცე, დაინტერესება, ჩართულობა ამის იმედს გვაძლევს. დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა 10 დღის შუალედში ვიზიტი მეორედ შედგა და ორივე მხარე გამოვთქვამთ მზაყოფნას მოლაპარაკებებისთვის, ეს უკვე იმედს იძლევა.

რაც არის გაჟღერებული ჩვენი მხრიდან წინადადებები იგივეა. თუ შეთანხმება შედგა, რა თქმა უნდა, ოპოზიცია პარლამენტში მოღვაწეობას გააგრძელებს იმ საკითხების პრაქტიკაში გადასატანად“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

იტვირთბა....