კახა კალაძეს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და მისი მკურნალობის დინამიკა დადებითია.
შესაბამის ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ეკატერინე ხარხელის მიერ მას დაუდგინდა საბოლოო დიაგნოზი – იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია. დედაქალაქის მერი თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობის დინამიკა დადებითია. კახა კალაძე აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს”, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.