შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
მათივე ცნობით, არსებობდა ხანძრის მეზობელ ბინებზე გავრცელების საფრთხეც. შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა.
ასევე, უწყების განმარტებით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟი მუშაობდა.
“მისამართზე მისვლისთანავე დაიწყო კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია. მეზობელი ბინებიდან, უსაფრთხოების მიზნით, დროულად მოხდა მოქალაქეების, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვნის გამოყვანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოახერხეს ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.