ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სარჯველაძე: “ოპოზიციაში არიან ძალები, რომელთაც სიკვდილივით არ უნდათ, მოლაპარაკება შედეგიანი იყოს”

“ოპოზიციაში არიან ძალები, რომელთაც სიკვდილივით არ უნდათ, მოლაპარაკება იყოს შედეგიანი, ვინაიდან, მათ ეს არაფერს ისეთს არ უქადის, რის შედეგადაც, გამარჯვების მოპოვებას შეძლებენ,” – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, “ოპოზისიის სურვილს, რომ არჩევნები ტარდებოდეს იქამდე, ვიდრე ოპოზიციური ძალა ხელისუფლებაში არ მოვა, შესაძლებელია „ინფანტილურიც“ ვუწოდოთ.”

“მოლაპარაკებების ამ ფაზას შევხვდებით ნაწილობრივ უკვე განხორციელებული კომპრომისებით, რაც გამოიხატება კონკრეტულად დაძრულ ინიციატივებში პარლამენტში და ნაწილთან დაკავშირებით მზად ვართ, რომ დისკუსია გაგრძელდეს. იმ ფონზე, როცა არჩევნების გაყალბება არანაირად დასტურდება და რეალურად ახირებასთან გვაქვს საქმე ოპოზიციის მხრიდან, უმიზეზოდ გამოწვეული პროტესტი, რომელიც პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით გამოიხატება, როცა ვისმენთ უცხოელი პარტნიორების მხრიდან მათ შორის ოპოზიციის მისამართით პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით და სხვა კომპრომისების აუცილებლობის შესახებ, რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე მნიშვნელოვანია ითქვას, მთავარი კომპრომისი, საიდან უნდა იყოს მოსალოდნელი, ეს არის ოპოზიციის მხრიდან დათმობებზე წასვლა. მნიშნველოვანია ოპოზიციის მხრიდან დამოკიდებულება აუცილებლად შეიცვალოს და ასეთ შემთხვევაში გვქონდეს რეზულტატის იმედიც”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

იტვირთბა....