ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭყონდიდის ეპარქია წერილს ასაჯაროებს – რას სწერდა მიტროპოლიტი სტეფანე პეტრე ცაავას 2017 წელს

ჭყონდიდის ეპარქია მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ მეუფე პეტრესთვის, 2017 წელს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს.

ეპარქიის “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელებულ წერილში მიტროპოლიტი სტეფანე მეუფე პეტრეს საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს ახსენებს და პატრიარქთან მონანიებისკენ მოუწოდებს.

ასევე, წერილში აღნიშნულია, რომ წერილს იმის გამო აქვეყნებენ, რომ ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე იმ „უფსკრულის პირას“ აღმოჩნდა, რის შესახებაც მიტროპოლიტი სტეფანე 2017 წელს აფრთხილებდა.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება, ბოლო რამდენიმე თვეა, უკიდურესად დაიძაბა. მეუფე სტეფანე იმ პირებს, რომლებიც მის წინააღმდეგ გამოდიან და ეპარქიას უპირისპირდებიან, „ბოლო გაფრთხილებას“ აძლევს და ამბობს, რომ ეპარქია მათ წინააღმდეგ ეკლესიურ მეთოდებს გამოიყენებს.

იტვირთბა....