ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 სააათის განმავლობაში კორონავირუსის 365 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე ცოტა ხინ წინ განახლდა.

ამავე ვებ-გვერდის მონაცემების მიხედვით, ვირუსისგან 415 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო საერთო ჯამში კოვიდ-19-ისგან 272 219-მდე ადამიანი განიკურნა.

ამასთან, გასული დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 5 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ვირუსს 3 751 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში გამოვლინდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 305. საკარანტინე სივრცეებში კი  301 პაციენტია მოთავსებული ხოლო თვითიზოლაციაში  7 579 ადამიანი იმყოფება.

ასევე, სულ 6 ოქტომბრიდან – 27 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 858 პირი.

იტვირთბა....