ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 01:00 საათამდე იმუშავებს

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება დღეს 01:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღამის გადადგილებაზე შეზღუდვის 01:00 საათამდე გადაწევა საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩმა განაპირობა.

“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 30%, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. ბილეთები გაიყიდება ონლაინ-რეჟიმში, ხოლო ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

28 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მეტროსა და ავტობუსის მუშაობა 01:00 საათამდე იქნება დაშვებული.

იტვირთბა....