“ქართული ოცნების” ერთ ერთი ლიდერი, ანრი ოხანაშვილი მოლაპარაკებებში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩართვის საკითხის დაყენებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ ინიციატივის წამოწევაც კი მთელი მიმდინარე პროცესების შეურაცხყოფაა.
ოხანაშვილის თქმით, მოლაპარაკებებში სააკაშვილი ჩაერთვის საკითხის დაყენება ადასტურებს, რომ პარტიის რეალური თავმჯდომარე არის ის.
მისივე შეფასებით, ენმ-ის თავმჯდომარედ ნიკა მელიას არჩევა იყო ფარსი.
“მსჯავრდებულ სააკაშვილის მოლაპარაკების პროცესში ჩართვის საკითხის წამოწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ პარტიის რეალური თავმჯდომარე არის სააკაშვილი და არა – ნიკანორ მელია.
შესაბამისად, მელიას არჩევა პარტიის ვითომ თავმჯდომარედ იყო ფარსი!
ამ წინასწარ შემუშავებული გეგმით, მელია საჯაროდ დაარღვევდა კანონს და დაკავების შემთხვევაში, დასავლეთისთვის შექმნიდნენ აღქმას, რომ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე დააკავეს.
თუმცა, ეს გეგმა ჩავარდა- სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა კენტმა ცალსახად აღნიშნა, რომ მელიამ დაარღვია კანონი და ყველამ პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობას.
მოლაპარაკებებში სააკაშვილის ჩართვის საკითხის დაყენება კი შეურაცხყოფაა პირველ რიგში იმ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების, დიპლომატების, რომლებიც მოლაპარაკებათა მაგიდასთან სხედან.
თუმცა, აღარავის უკვირს, რომ ნაც. მოძრაობას დასავლელი ელჩები არ აინტერესებს. ყველას კარგად გვახსოვს აშშ-ს, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებზე მიტანილი შეურაცხმყოფელი იერიში ამ ე. წ. პრო-მედასავლეთეებისა, თუ მიშას ფონად გამოყენებული “სამოქალაქო აქტივისტების,”- წერს ანრი ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადა, რომ რომ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, რადგან „არიან არაფორმალური მმართველები და გადაწყვეტილებების მიმღებლები“.