ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში 25 წლამდე ბიჭი დაჭრეს. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარს წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. კონფლიქტი მესამე სკოლასთან დაიწყო, რის შემდეგაც ბიჭი მალევე დაჭრეს.
“მეტრონომი” შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებს არკვევს.