ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი სამართლებრივ პროცესებზე: ვხედავ შემაშფოთებელ ტენდენციას

“დღეს გამოძიების ხარისხი საკმაოდ დაბალია, ჩვენ თუ ეს ინსტრუმენტები საგამოძიებო ორგანოს არ მივეცით, ხარისხი ვერასოდეს გაუმჯობესდება,”- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა „ტვ პირველთან“ინტერვიუში განაცხადა.

მეზვრიშვილი შემაშფოთებელს უწოდებს სამართლებრივი პროცესების გარჩევას უწყების გვერდის ავლით და აცხადებს, რომ ეს ქვეყანას დააზიანებს.

“ვხედავ შემაშფოთებელ ტენდენციას, ოღონდ ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ხელისუფლების ან ოპოზიცის, ვინმე კონკრეტულის ბრალი. ზოგადად, არის მცდელობა, რომ სამართლებრივი პროცესები გაირჩეს იმ ინსტიტუტების მიღმა, რომლებსაც ამ საკითხების გადაწყვეტის ვალდებულება აქვთ. იმ არგუმენტზე მითითებით, რომ სისტემის მიმართ ნდობა არ გვაქვს და მოდი ესენი “ქუჩაში” გავარჩიოთ, ეს ყველაფერი ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს,”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილი გახმაურებული საქმეები მაგალითზე აცხადებს, რომ აუცილებელია, ფუნქცია-მოვალეობები გაიმიჯნოს, რათა გამოძიება წარმატებით ჩატარდეს.

“ნათელი მაგალითია ხორავას საქმე. ასევე, ბევრი გახმაურებული საქმე. და გამოიკვეთა რომ თუ ფუნქციები დროზე არ გაიმიჯნა და გამომძიებელს გამომძიებელი არ დაერქვა და პროკურორს პროკურორი, საქმეზე სათანადო გამოძიება ვერ ჩატარდება,”- აცხადებს მეზვრიშვილი.

 

იტვირთბა....