ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავტომობილების განბაჟება ძვირდება

2016 წლიდან  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისთვის მოძველებული ავტომობილების განბაჟება გაძვირდება. გაძვირება 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებს შეეხება, 6 წლამდე ავტომობილების განბაჟება კი გაიაფდება. ავტომობილის დაბეგვრა ეფუძნება ორ ძირითად პარამეტრს: გამოშვების თარიღს და ძრავის მოცულობას. საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, განბაჟების გადანაწილება ასე შედგება:

1 წლამდე – სანტიმეტრ კუბი – 1.5 ლარი (უცვლელი)

1 წლის – სანტიმეტრ კუბი – 1 ლარი (შემცირება 0.5 ლარი)

2 წლის – სანტიმეტრ კუბი – 0.7 ლარი (შემცირება 0.7 ლარი)

3 წლის – სანტიმეტრ კუბი – 0.5 ლარი ( შემცირება 0.6 ლარი)

4 წლის – სანტიმეტრ კუბი – 0.5 ლარი (შემცირება 0.7 ლარი)

5 წლის – სანტიმეტრ კუბი – 0.5 ლარი (შემცირება 0.5 ლარი)

6 წლის – სანტიმეტრ კუბი – 0.5 ლარი (შემცირება 0.2 ლარი)

7 წლის – სანტიმეტრ კუბი – 0.7 ლარი (ზრდა 0.2 ლარი)

8 წლის – სანტიმეტრ კუბი – 0.9 ლარი (ზრდა 0.4 ლარი)

9 წლის – სანტიმეტრ კუბი – 1 ლარი (ზრდა 0.5 ლარი)

10 წლის – სანტიმეტრ კუბი – 1.1 ლარი (ზრდა 0.6 ლარი)

11 წლის – სანტიმეტრ კუბი 1.2 ლარი (ზრდა 0.7 ლარი)

12 წლის – სანტიმეტრ კუბი – 1.3 ლარი (ზრდა 0.8 ლარი)

13 წლის – სანტიმეტრ კუბი – 1.4 ლარი (ზრდა 0.8 ლარი)

14 წლის სანტიმეტრ კუბი – 2 ლარი (ზრდა 1.3 ლარი)

14 წელზე უფრო ძველი – სანტიმეტრ კუბი – 2.5 ლარი (ზრდა 1.7 ლარი)

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ სტატიტიკაში რეგისტრაციაში წამყვან ადგილს ძველი ავტომობილები იკავებენ. საქართველოში რეგისტრირებული ერთი მილიონი მანქანის ყველაზე დიდი  ნაწილი,  90%,  2004 წლამდეა წარმოებული.  ქვეყანაში არსებული მოდელებიდან კი Opel Astra და Opel Vectra ლიდერობენ.

მოძველებულ ავტომობილებზე განბაჟების გაძვირება და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა სავარაუდოდ მათზე ფასს გაზრდის.

 

 

 

 

იტვირთბა....