ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქალთა კოლონიაში მყოფი პატიმარი პოლიციას ჰეროინის ჩადებაში ადანაშაულებს

ქალთა კოლონიაში მყოფი ერთ-ერთი პატიმარი სამართალდამცველს ჰეროინის ჩადებაში ადანაშაულებს.

ინფორმაციას “შაბათის ფორმულა” ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, შემთხვევა იმერეთის მხარეს, შორაპანში მოხდა.

პატიმარი ამბობს, რომ მომხდარის დროს ადგილზე მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ და თვითმხილველებიც მხოლოდ ისინი არიან.

“შაბათის ფორმულის” ცნობით, ქალი პირველად ქუჩაში დააკავეს. ადგილზე იყო მისი შვილიც, თუმცა,  მას  სახეზე ქუდი ჩამოაფარეს და არ მისცეს საშუალება დედის აყვანისა და ჩხრეკისთვის თვალი ედევნებინა.

“ბრალდებული ქალის ხანდაზმულ დედას პოლიციამ შვილის წინააღმდეგ ჩვენება მოტყუებით მიაცემინა. ნარკოტიკული საშუალება პირადი ჩხრეკის გარდა, პოლიციამ ბრალდებულის სახლიდანაც ამოიღო,”- ნათქვამია გადაცემაში.

ქალი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ. საქმეში კი პოლიციელების ჩვენების და მათი ოპერატიული ინფორმაციის გარდა, არაფერი დევს.

იტვირთბა....