“ქართული ოცნების” დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი ჯანდაცვის მინისტრს ახლო ნათესავისთვის ვაქცინის გაკეთებას სთხოვს. ამის ამსახველ მიმოწერას კი “ნოდარ მელაძის შაბათი” ავრცელებს.
გადაცემიდან ირკვევა, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინება ეკატერინე ტიკარაძეს გურიაში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს მიწერეს.შეტყობინებაში ნათლად წერია, რომ დეპუტატი კონკრეტული პირისთვის აცრას სთხოვს.
პერსონალური მონაცემებით ისიც ირკვევა, რომ პირი, რომელზეც შეტყობინებაშია საუბარი, არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს ვაქცინაციის პროგრამაში ჩასართველად.
ინტერვიუს დროს მიმოწერის არსებობა არ უარყო ჯანდაცვის მინისტრმა, თუმცა განაცხადა, რომ შეტყობინება მხოლოდ კონსულტაციის ხასიათის იყო.
სიუჟეტის მიხედვით, ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ეკატერინე ტიკარაძეს ახლობლებისთვის ვაქცინაციას თხოვენ იმ პირებისთვის, რომლებსაც ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე პროცესში ჩართვა არ ეკუთვნით.