ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ოფისთან დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს

“ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 5 აქტივისტი გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  სამოქალაქო აქტივისტების გათავისუფლებისა და საქმის გადადებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათი მომდევნო პროცესი 29 აპრილს გაიმართება.

ცნობისთვის, დღეს, 27 მარტს,  “ქართული ოცნების” ოფისთან, პარტიის  პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა აქციაზე სტიკერების გაკვრა დაიწყეს. დაპირისპირების დროს, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები დააკავა.

იტვირთბა....