ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: “ახალი არჩევნები რომც დაინიშნოს, ოპოზიცია პარლამენტში მაინც არ უნდა შევიდეს”

“რესპუბლიკური პარტიისა” და “:სტრატეგია აღმაშენებელის” გარდა, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას არ უერთდება “ლეიბორისტული პარტიაც.”

პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილის განმარტებით, ის განცხადების ტექსტს არ იზიარებს, რადგან მიაჩნია, რომ ოპოზიცია პარლამენტში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაშიც კი არ უნდა შევიდეს.

“ოპოზიციის მიმართვას, არსებითად, მხარს ვუჭერ. ხელი არ მოვაწერეთ იმიტომ, რომ არ ვეთანხმებით ტექსტში პლებისციტის ხსენებასაც კი. მიგვაჩნია, რომ ახალი არჩევნები რომც დაინიშნოს, ოპოზიცია პარლამენტში მაინც არ უნდა შევიდეს. რადგან, ბოლოს და ბოლოს, განცხადებები გვაქვს დაწერილი გამოსვლაზე და ეს იცის მთელმა მსოფლიომ,”- აცხადებს შალვა ნათელაშვილი “მთავარ არხთან.”

შეგახსენებთ, ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით, დღეს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ბრუნდება.

შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მზად არიან, შევიდნენ დღევანდელ პარლამენტში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგება. განცხადებაში ოპოზიციური პარტიები კონკრეტულ საკითხებს აყენებენ, რომელთა შეთანხმების შემთხვევაში გააგრძელებენ საპარლამენტო ცხოვრებას. პარტიების განცხადებით, მნიშვნელოვან საკითხებს გადაუჭრელს ვერ დატოვებენ,  საკვანძო საკითხებს, თავს ვერ მოიტყუებენ და შეთანხმებას ფორმალურად ვერ მიაღწევენ.

იტვირთბა....