ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერი: “პასექის დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს”

საქარტელოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ებრაელ თანამოქალაქეებს და მთელ ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს.

“საუკუნეების განმავლობაში გამოვლენილი მათი სიმტკიცე და გამძლეობა თვალსაჩინო მაგალითია თავისუფლებისათვის მებრძოლი ერებისათვის და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.

ჩვენ ებრაელ ხალხთან ძმობის გამორჩეული, ოცდაექვსსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს, რაც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის და სათუთად ვუფრთხილდებით. ვუერთდები მათ სიხარულს, კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

იტვირთბა....