ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადება: “მოლაპარაკების წინ მსგავსი შინაარსის წერილი მიგვაჩნია ტაქტიკურ შეცდომად”

“მოლაპარაკების წინ მსგავსი შინაარსის წერილი და განცხადებები მიგვაჩნია ტაქტიკურ შეცდომად”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ოპოზიციის დღევანდელი განცხადება ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას.

“სტრატეგია აღმაშენებელი ეთანხმება მოლაპარაკებაში ჩართული სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოქვეყნებული წერილის სულისკვეთებას მაგრამ შექმნილ ვითარებაში, როცა პირადად ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მიმდინარეობს მედიაცია და ჩართულია მედიატორი, რომელიც უახლოეს ხანში ჩამოდის ქვეყანაში, ამ მოლაპარაკების წინ მსგავსი შინაარსის წერილი და განცხადებები მიგვაჩნია ტაქტიკურ შეცდომად, რადგან ძალიან ჰგავს მოლაპარაკების წინ ერთგვარი გამყოფი ხაზების გავლებას, რაც ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას”, — წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მზად არიან, შევიდნენ დღევანდელ პარლამენტში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგა.

იტვირთბა....