ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: “აპრილში ჩინური კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა”

“აპრილში საქართველოში ჩინური კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ასევე, გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ  გრძელდება მოლაპარაკებები „ფაიზერთან“,„ნოვოვაქსთან“, „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“ და სხვა მწარმოებლებთან.

„კონტრაქტია დადებული ერთ-ერთ ცნობილ ჩინურ მწარმოებელ კომპანია „სინოფარმთან“, რომლითაც ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი ჩინეთში, ემირატებში, სერბეთში, უნგრეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. აპრილში „სინოფარმის“ დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა საქართველოში. ის ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ მას აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია.

მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები „ფაიზერთან“, „ნოვოვაქსთან“, „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“, ინდოეთის სერუმის ინსტიტუტთან და ბევრ მწარმოებელთან, რათა საქართველოში თანდათან შემოვიტანოთ ვაქცინების მეტი რაოდენობა. გვინდა, რომ ივლისიდან ფართოდ გაიშალოს ე.წ. მასობრივი ვაქცინაცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....