“ქართული ოცნების “ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ – “ნიკა მელიას ცხადად აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რა შემთხვევაში დატოვებს საპატიმროს და შეგნებულად არ ტოვებს, ეს არის პოლიტპატიმრობა კი არა, პოლიტიკური თვითიზოლაცია.”
როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, განიხილება ყველა საკითხი, რომელიც სახელმწიფოებრიობასთან და სამართალთან პრინციპულ წინააღმდეგობაში არ არის.
„როცა ნიკა მელიას ცხადად აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რა შემთხვევაში დატოვებს საპატიმროს და შეგნებულად არ ტოვებს, ეს არის პოლიტპატიმრობა კი არა, პოლიტიკური თვითიზოლაცია. ადამიანს, რომელსაც შეუძლია საპატიმრო დატოვოს და არ ტოვებს ეს არის პოლიტიკური თვითიზოლაცია.
განვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაში სახელმწიფოებრიობასთან და სამართალთან არ მოდის, დანარჩენი მომავლის საქმეა მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა მდინარაძემ.