საბურთალოს სასაფლაოზე ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. არსებული ინფორმაციით თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოასწრეს.
„მეტრონომი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.
„ორი პირი დაჭრილია მსუბუქად და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. ერთი არის სისხლისსამართლის კოდექსის 119-ე მუხლიმ, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და მეორე 236-ე მუხლი იარაღის ტარება“ – განაცხადეს შსს-ში
შემთხვევა 30 წუთის წინ მოხდა.