საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ “ოთხი თვეა, ოპოზიციის ნაწილი, ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყნის ჯანჯღარსა და არევაში, თვეში ნახევარ მილიონ ლარზე მეტს ახდევინებს.”
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტში მოსახლეობის რეალურ პრობლემებზე მუშაობდნენ, წყლის ამღვრევის და ძალაუფლების მოპოვების სქემებს ალაგებენ.
“ოთხი თვეა, ოპოზიციის ნაწილი, ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყნის ჯანჯღარსა და არევაში, თვეში ნახევარ მილიონ ლარზე მეტს ახდევინებს. ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტში ჩვენი მოსახლეობის რეალურ პრობლემებზე მუშაობდნენ, წყლის ამღვრევის და ძალაუფლების მოპოვების სქემებს ალაგებენ და ამაში, ჩვენ ყველას, ჯამში უკვე2.500.000 ლარი გადაგვახდევინეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.