ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვახტანგ გომელაური თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა ბაზას ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის ბაზას ეწვია. – ამის შესახებ ინფორმაციას შსს პრესამსახური ავრცელბს.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაურმა მოადგილეებთან – იოსებ ჭელიძესა და გიორგი ბუთხუზთან ერთად დაათვალიერა ბაზის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა და ახალი სპორტული დარბაზი.

ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი დეტალურად გაეცნო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების სამუშაო პირობებს.

ახალი, თანამედროვე სპორტული დარბაზი ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. იგი აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებითა და საშხაპეებით.

შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კვებითი უზრუნველყოფითაც დაინტერესდა, ბაზაზე მომსახურე თანამშრომლების კვების რაციონს გაეცნო და ყაზარმის სასადილო დაათვალიერა.

ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.

იტვირთბა....