ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: “დიდი ალბათობით, ძირითადი მასობრივი ვაქცინაცია ივლისის შემდეგ იქნება”

“ძირითადი მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში იქნება, დიდი ალბათობით, ივლისის შემდეგ, რომელმაც შეიძლება მესამე ტალღა აგვარიდოს,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “ღამის კურიერში” განაცხადა.

ასევე, როგორც ამირან გამყრელიძემ გადაცემაში განმარტა, მესამე ტალღის ტალღის პრევენციისთვის უფრო მნიშვნელოვანია პირბადის ტარების მაჩვენებლის გაზრდა, დისტანციის მაჩვენებლის გაზრდა და  მეტი სანიტარიზაცია.

“ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არის ყველა ინდიკატორის გაუარესების ტენდენცია და ეს, პრინციპში, პროგნოზირებადი იყო, როდესაც შეზღუდვების დიდი შემსუბუქებები განხორციელდა ქვეყანაში, მაგრამ მესამე ტალღის პრევენციისთვის უფრო მნიშვნელოვანია პირბადის ტარების მაჩვენებლის გაზრდა, დისტანციის მაჩვენებლის გაზრდა, მეტი სანიტარიზაცია, ანუ ჰიგიენა და რაც მთავარია, პრევენცია დიდი შეკრებების.

რა თქმა უნდა, ვაქცინაციასაც მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ ობიექტურები, რომ მარტში, აპრილსა და მაისში იმდენ რაოდენობას ადამიანების ვერ ავცრით, იმიტომ, რომ ძირითადი მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში იქნება, დიდი ალბათობით, ივლისის შემდეგ, რომელმაც შეიძლება მესამე ტალღა აგვარიდოს,”- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....