ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლაშა დარსალია: “კვლავ გამოვლინდა რუსეთის მხრიდან არაკონსტრუქციული მიდგომა”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, რუსული დელეგაციის მხრიდან არაკონსტრუქციული მიდგომა ისევ გამოიკვეთა.

მისი განცხადებით, საქართველო ყველა ვალდებულებას პირნათლად ასრულებს, თუმცა რუსეთისგან ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება.

„სამწუხაროდ, ტრადიციულად, ეს რაუნდიც ძალიან რთული იყო, ისევე როგორც ყველა წინა სხვა რაუნდი. შეხვედრის დროს გავიარეთ 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულების მდგომარეობა. კვლავ გამოვლინდა რუსეთის დელეგაციის მხრიდან არაკონსტრუქციული მიდგომა, როდესაც გამოჩნდა კიდეც, რომ 6-პუნქტიანი შეთანხმებიდან ის, რაც ეხება რუსეთის ვალდებულებებს, არაფერი არ არის შეთანხმებული. მაშინ, როდესაც საქართველოს ვალდებულებებზე არა მხოლოდ ჩვენმა დელეგაციამ, საერთაშორისო პარტნიორებმაც აღნიშნეს, რომ საქართველო ყველა ვალდებულებას ასრულებს. ვიდრე არ მოხდება 6-პუნქტიან შეთანხმებაზე რაიმე პროგრესი, ზოგად პროგრესზე საუბარი რთულია”, – განაცხადა ლაშა დარსალიამ

შეგახსენებთ, ჟენევაში საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებათა 52-ე რაუნდი გაიმართა.

იტვირთბა....