დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ვაშლიჯვარში მეწყრულ პროცესებზე დაკვირვების შედეგად პირველად დასკვნებს აქვეყნებს, რის შედეგადაც ასკვნის, რომ ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია და შესაბამისად ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძრება, საფუძველი აქვს.
მათი განცხადებით, კვლვევები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება და ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში განახლდება. მათ მიერ გავრცელებული ცნობით, გეოდეზიური აზომვა ყოველდღე მოხდება, ხოლო აეროფოტოს გადაღება 3 დღეში ერთხელ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, სადაც მეწყრული პროცესები იყო ასახული. უსაფრთხოების მიზნით ამ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდა.
უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები, რომლებმაც ვაშლიჯვრის მეწყრული პროცესი უნდა შეისწავლონ, თბილისში 22 მარტს ჩამოვიდნენ და სამუშაო პროცესში უკვე ჩაერთნენ. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, კვლევის პირველადი შედეგები კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.