ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

მარია ზახაროვა: “რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს ნატო-ს საქმიანობას შავ ზღვაში”

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ პარასკევს, ჟურნალისტებთან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს ნატო-ს საქმიანობას შავ ზღვაში.

მან ასევე, განაცხადა, რომ რუსეთს სურს დიალოგი და თითქოს რუსული მხარე უარს ამბობს დიალოგზე, არის ტყუილი.

“ყველა განცხადება, რომელსაც იენს სტოლტენბერგი ავრცელებს, თითქოს, რუსული მხარე მოლაპარაკებაზე უარს ამბობს, არ შეესაბამება სიმართლეს. ისინი იტყუებიან. რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში ადეკვატურად უპასუხებს ყველა ქმედებას, რაც მის უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს”, – აღნიშნა ბრიფინგზე მარია ზახაროვამ.

იტვირთბა....