ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბელარუსში აქციები განახლდა – დაკავებულია 200 -ზე მეტი დემონსტრანტი

200 მეტი ადამიანია დაკავებული, ბელარუსში, მინსკის ცენტრში გამართული არასანქცირებული დემონსტრაციის დროს. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს, ბელარუსიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

აქციის მონაწილეებმა თეთრ-წითელი დროშებით მინსკის ცენტრში ჩავლა სცადეს, რათა ანტი-სამთავრობო პროტესტთან ერთად, თავისუფლების დღეც აღენიშნათ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მათ წყლის ჭავლის მეშვეობით დაშალეს მომიტინგეები, ხოლო ნაწილი დააპატიმრეს.

25 მარტი ბელარუსში არაოფიციალური დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 25 თებერვალს ბელარუსში დამოუკიდებლობა გამოცხადდა. რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე “წითელი არმია” ქვეყანაში შევიდოდა.

შეგახსენებთ, ბელარუსში ანტი-სამთავრობო პროტესტი უკვე თვეებია მიმდინარეობს. გასულ წელს 33 000 ადამიანი იყო დაპატიმრებული.

ამ დროისთვის, ათეულობით აქტივისტი და ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი ისევ რჩება პატიმრობაში.

იტვირთბა....