მინიმუმ 32 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა, დღეს, სამხრეთ ეგვიპტეში, მასშტაბური სარკინგზო ავარიის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ერთ-ერთ მატარებელს საავარიო მუხრუჭის პრობლემა შეექმნა, რის შემდეგაც მოძრაობა შეწყვიტა. მეორე მატარებელი კი მას უკნიდან შეეჯახა.
ეგვიპტის პრეზიდენტის, აბდულ ფათაჰ ალ-სისის განცახდებით, გამოძიება დაწყებულია და ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, აუცილებლად დაეკისრება პასუხისმგებლობა.
შემთხვევის ადგილიდან ვრცელდება ფოტოები: