გელა ჩარკვიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ “ფეისბუქზე” მისი შვილი, თეონა ჩარკვიანი წერს.
თეონა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში მამამისის ფოტოს აფრცელებს, სადაც ის ვაქცინას იკეთებს.
“ერთია, როცა ლაპარაკობ ვაქცინაციაზე, მეორე – როცა წერ მის შესახებ. მესამე კი, როცა გირჭობენ ნემსს.
82 წლის გელა ჩარკვიანი იკეთებს ასტრა-ზენეკას ვაქცინას კავკასიის სამედიცინო ცენტრში,” – წერს თეონა ჩარკვიანი და ვაქცინაციის პროცესში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვის იყო გათვლილი. თუმცა დაბალი ჩართულობის გამო ჯანდაცვის ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთვნენ. ხოლო, აპრილიდან ვაქცინაზე საყოველთაო იქნება და მსურველების რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება.